სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თელავში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა და თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ,  საქართელოს შეიარაღებული ძალების 21-ე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა.

,,დღეს უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, პატივი უნდა მივაგოთ ათასობით სამხედრო თუ სამოქალაქო პირს, ვინც ომის დროს დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და მალე ვიხილავთ გაერთიანებულ საქართველოს,"- აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google