შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს 18 საათზე ამოიწურა. შესაბამისად, ცესკო-მ განსაზღვრა უკვე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები.

№2 - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

№40 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“;

№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

რეგისტრაცია გაუუქმდათ პარტიებს: პ/გ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ; მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ; "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)".
ისინი შუალედური არჩევნებიუსთვის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ვეღარ შეძლებენ.




| Print |
FaceBook Twitter Google