სოფელ გომბორში გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში  “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 214 849 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google