სიღნაღში ოთხი ობიექტი დაიწვა
ქალაქ სიღნაღში ხანძრის შედეგად რესტორანი „სარაჯიშვილი“, სასტუმრო-რესტორანი „ნიკალა“, ღვინის მაღაზია და მარკეტი დაიწვა.
დაკვამლიანება გამთენიისას, „ნიკალას“ სხვენში შენიშნეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რომ ხანძრის ჩასაქრობად ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google