სიღნაღში დამწვარი შენობის აღსადგენად მერია კონსულტაციებს გამართავს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით, ისტორიულ უბანში ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის აღსადგენად კონსულტაციებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან გამართავენ.
-" შენობა 18-ე საუკუნეშია აგებული და ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. სამწუხაროა, რომ ამ ისტორიული უბანში ხანძრის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. შენობა ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და აუცილებლად უნდა აღვადგინოთ"- განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, დღეს ხანძარმა სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში მოთავსებული ოთხი ობიექტი სრულად გაანადგურა.


| Print |
FaceBook Twitter Google