სოფელ კოჭბაანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანში ახალი-თანამედრივე სტანდარტების საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
სააღმზრდელო დაწესებულება სოფელში არასდროს ყოფილა, რის გამოც ბავშვებს გომბორის საბავშვო ბაღში უწევდათ სიარული. ბაღს 12 აღსაზრდელი ეყოლება.

მშენებლობისთვის 206 887 ლარი მთის განვითარების ფონდიდან დაიხარჯა. სამუშაოები ინდ. მეწარმე "დავით კავთუაშვილმა" შეასრულა.



| Print |
FaceBook Twitter Google