კახეთის სამ მუნიციპალიტეტში ტყის აღრიცხვის სამუშაოები ჩატარდება
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე ოთხი მუნიციპალიტეტია შერჩეული.
ლაგოდეხი პირველია, სადაც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა დაახლოებით 21 000 ჰექტარზე უკვე ჩაატარა. ტყის აღრიცხვა დაწყებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე მათ რიცხვს დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება.

ტყის აღრიცხვის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვიტონთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტყის მდგრადი მართვის დანერგვას და ეროვნული ექსპერტიზის გაზრდას ტყის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა.

| Print |
FaceBook Twitter Google