გურჯაანში იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურო გაიხსნება
გურჯაანში იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურო წლის ბოლომდე გაიხსნება- ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს იურიდიული დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.
ოფისი ყოფილი მერიის შენობაში განთავსდება.

-"ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულებაა. პერიოდულად სხვადასხვა ოფისები იხსნება. ფართოვდება უფასო სამართლებრივ დახმარებათა ხელმისაწვდომობა. საკონსულტაციო ცენტრები გავხსენით დუისში, ცაგერსა და შუახევში, ბიურო წლის ბოლომდე გურჯაანში გაიხსნება. საკონსულტაციო ცენტრში მხოლოდ კონსულტანტები მუშაობენ, ისინი იურიდიულ კონსულტაციას გასცემენ, რაც უფასოა. ხოლო ბიუროში არამარტო კონსულტანტები, არამედ ადვოკატებიც არიან, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს ბენეფიციარებს, "-განუცხადა speqtri.ge-ს იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ჩუტკერაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისავის, ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.

| Print |
FaceBook Twitter Google