თელავში ჯიშიან ძაღლთა საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
5-6 ოქტომბერს თელავში ჯიშიან ძაღლთა საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენა, რომელიც თელავში უკვე მესამედ ტარდება, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში მოეწყობა.
მონაწილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 150 სხვადახვა ჯიშის სულ 550 ძაღლი მიიღებს , მათ შორის საფრანგეთიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა.

რეგისტრაცია 5 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google