ველისციხე-მუკუზნისა და ყვარლის მიმართულებით ასფალტი აყარეს და სამუშაოები შეაჩერეს
გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის რეაბილიტაცია ორი თვეა დაიწყო.
ველისციხე-მუკუზანის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოხსნეს, თუმცა სამუშაოები აღარ გაუგრძელებიათ. მძღოლების თქმით, მიტოვებული სამუშაოები მოძრაობას აფერხებს და საავარიო სიტუაციას ქმნის.

სამუშაოები გაჩერებულია ველისციხე-ყვარელის გზის გარკვეულ მონაკვეთზეც.

-„რამდენი ხანია ასფალტის საფარი მოხსნეს და თავი დაანებეს. ძლივს ვერიდები შემხვედრ მანქანებს. საავარიო სიტუაცია იქმნება. მალე უნდა მიხედონ და დაიწყონ სამუშაოები,“-აცხადებს რამაზ ზაკალაშვილი.

Speqtri.ge საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ენერგო-პრო ჯორჯიასთან და სამუშაოები ამიტომ შეჩერდა.

-„ამ ეტაპზე კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების ადგილმონაცვლეობის შეთანხმება, რაც იწვევს სამუშაოების შეფერხებას. საკომუნიკაციო ხაზების გადატანის შემდეგ სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. საჭიროა შეთანხმება ენერგო- პრო ჯორჯიასთან,“-განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

| Print |
FaceBook Twitter Google