გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 15 თანამშრომელი გაათავისუფლეს
რეორგანიზაციის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში, 15 თანაშრომელს ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
დირექტორის, ვალერი შოშიაშვილის თქმით, მათ ფუნქციებს სხვა თანამშრომლები შეითავსებენ, ზოგ პოზიციაზე კი კონკურსი გამოცხადდება.

-„საკადრო პოლიტიკის შეცვლა მოხდა. ჩამოვაყალიბეთ ახალი საშტატო სტრუქტურა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ კულტურის მიმართულებით მოღვაწეობა უფრო მეტად განვავითაროთ. ხელშეკრულება იმ თანამშრომლებს შეუწყდათ, რომლებიც ვალდებულნი არ იყვნენ, ყოველდღე მოსულიყვნენ სამსახურში, არამედ როცა გვჭირდებოდა მაშინ ვიბარებდით, ესენი არიან: დარბაზის კონტროლიორი, სოფლის კულტურის სახლების კოორდინატორები და ა.შ. მათი ფუნქცია მოვალეობები ძირითადად მოქმედ თანამშრომლებზე გადანაწილდება, მაგრამ რამდენიმე კადრი დაგვჭირდება და ვაკანსია გამოცხადდება. ვინც აქ მუშაობს ახლა ყველა შტატიანი თანამშრომელია. ამიერიდან, კულტურის ცენტრში ახალი კადრის დანიშვნა მოხდება კონკურსის წესით. რაც შეეხება შემდგომ რეორგანიზაციას, იმის მიხედვით განხორცილდება, თუ ვინ როგორ შეასრულებს თავის მოვალეობას,“-განუცხადა speqtri.ge-ს შოშიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლების ხელფასიდან მორჩენილი თანხა კულტურულ ღონისძიებებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.


ამავე თემაზე:
სამსახურიდან ზოგი თანამშრომელი თავისი ნებით მიდის და ზოგს ჩვენ ვუშვებთ - ვალერი შოშიაშვილი
კულტურის ცენტრის თანამშრომლებს ხელშეკრულებები გაუგრძელდათ
| Print |
FaceBook Twitter Google