სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელეექტროენერგია არ მოეწოდება.  მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა და მუნციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად დღის მეორე ნახევარში აღუდგება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში ოთხი განცხადებაა შესული.

,,ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას დაგლიჯა ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რისი აღდგენაც ამ წუთებში მიმდინარეობს. ძირითადად დაზიანებულია აფენის თემი, ადგილზე მუშაობენ ,,ენერგო პრო ჯორჯიას,, ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. რაც შეეხება მოსახლეობას, ამ დროისთვის ოხთმა მოქალაქემ მოგვმართა განცხადებით. ამბობენ, რომ ქარმა სახლების სახურავები გადახადა. დღის განმავლობაში მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლები გავლენ ადგილზე, სიტუაციის შესწავლის შემდეგ კი არსებული ვითარების მიხედვით დავეხმარებით დაზარალებულ მოქალაქეებს,"- განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტიც დააზარალა.

| Print |
FaceBook Twitter Google