სოფელ ლამბალოში შვიდი მოსწავლე მოიწამლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მე- 6 კლასის 7 მოსწავლე ინტოსიკაციის ნიშნებით კლინიკაში მოხვდა.
მოზარდებმა ლიმონათი და ქადა სკოლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარე მაღაზიაში შეიძინეს. საკვების მიღებიდან მალევე თავი შეუძლოდ იგრძნეს, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

საავადმყოფოში მოზარდების მოთავსებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ დეინტოქსიკაციის პროცედურის დასრულების შემდეგ ყველა მათგანი საგარეჯოს ჯეო-ჰოსპიტალსიდან ბინაზე  გაწერეს.


| Print |
FaceBook Twitter Google