ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა 22 ოქტომბერს დაიწყება
თელავის რაიონულ სასამართლოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, ნოდარ გამყრელიძის საქმის არსებითი განხილვა 22 ოქტომბერს დაიწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში, წინა სასამართლო სხდომაზე მიიღეს.გამყრელიძის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი კი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვდა.

-"ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, ის ძებნილია და არავინ იცის, ცოცხალია თუ არა, საერთოდ. მკვლელობის ადგილზე არავის უნახავს და არ მესმის, რის საფუძველზე უნდა გაასამართლონ," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, გია ქართლელიშვილმა.

ნოდარ გამყრელიძეს გამოძიება მხოლოდ ერთი ადამიანის, საკუთარი დედის, ელიზა გამყრელიძის მკვლელობის ედავება. ყანდაურაში გარდაცვლილი კიდევ ოთხი პირის მკვლელობისთვის, ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.


| Print |
FaceBook Twitter Google