თელავში "ძველი აბანოს" ტერიტორია დაასუფთავეს და შემოღობეს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით XVII-XVIII საუკუნების ე.წ."ძველი აბანოს" ტერიტორია დასუფთავდა და შემოიღობა .
აღმოსავლური სტილის აბანო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თელავის ისტორიულ ნაწილში, ბატონის ციხის ფერდის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

"აბანოს გეგმა განვითარებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და ქართული აგური.
აბანო შედგება სამი ერთმანეთისაგან დამუკიდებელი სათავსებიანი საბანაო დარბაზებისაგან, რომელთაგან ორი დიდი დარბაზია.ყოველი დარბაზის წინ ოდნავ წაგრძელებული სათავსებია. დარბაზები გადახურულის სფერული გუმბათით. სინათლის წყაროსთვის გუმბათის ცენტრში მრგვალი სანათებია დატანებული. გასულ საუკუნეში, აბანოს ოთახების წინ, მთელს სიგრძეზე, მიადგეს ნახევარწრიული ფორმის ღიობებით გახსნილი ტალანი. აბანოს მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ტუფის ქვით. აბანოს წინ არსებული გალავნის ნაშთი მიუთითებს იმაზედ, რომ ნაგებობა თავის დროზე გარშემორტყმული ყოფილა გალავნით. შემორჩენილი გალავნის ფრაგმენტი ძირითადი შენობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს,"-აღნიშნა თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ გაგნიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google