მეღვინეობის ქალაქი სტუმრების მისაღებად მზადაა
მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი სტუმრების მოლოდინშია. ღონისძიება ორ საათზე დაიწყება.
-"ღვინის ფესტივალს მესამე წელია ვატარებთ, მაგრამ როგორც ხედავთ წელს უფრო მასშტაბურია, ორჯერ მეტი მონაწილე გვყავს. ამ დროისთვის ყველაფერი მზად არის, ყველა მეღვინე და მეწარმე ადგილზეა, ბენდებიც მომზადებულები არიან. ორი საათისთვის უკვე დავიწყებთ ღონისძიებას,"-აღნიშნა speqtri.ge-სთან კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.

ღონისძიება 8-9 საათამდე გაგრძელდება. 



| Print |
FaceBook Twitter Google