თელავში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა
თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ესწრებოდა.
გიგაურის განცხადებით, ოფისის მთავარი ფუნქცია იმ კორუფციული სქემების გამოვლინება იქნება, რაც თელავსა და მთლიანად კახეთში სახელისუფლებო და საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეხება.

ამასთან ერთად, ოფისი მოქალაქეებს ადგილზე იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევს.

რეგიონულ ორგანიზაციას გიორგი ბიძინაშვილი უხელმძღვანელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google