სოფელ არეშფერანში "კოსტაობა" გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით "კოსტაობა" გაიმართა. 
სახალხო დღესასწაული პოეტის სახელობის სკოლის ეზოში ჩატარდა.

"კოსტაობისთვის" არეშფერანს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან დაესწრნენ.

დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი და შეჯიბრება ჭიდაობაში. ადგილობრივი თვითშემოედებითი ჯგუფების მიერ გაიმართა საზეიმო კონცერტი.

კოსტაობაზე მოსულ სტუმარს საშუალება ქონდა ქართული და ოსური სამზარეულოს კერძები დაეგემოვნებინათ.



| Print |
FaceBook Twitter Google