წნორში სასწრაფო დახმარების ცენტრი შენდება
წნორში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადაზე იქნება გათვლილი და მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოებისთვის 341367 ლარია გათვალისწინებული.

სამშენებლო სამუშაოები 18 სექტემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google