ძაბული გურგენიძეს ხვალ დაკრძალავენ
ხანგრძლივი ავადმყოფის შემდეგ, 81 წლის ასაკში ქორეოგრაფიული ანსამბლ "გურჯაანის" ხელმძღვანელი და ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი ძაბული გურგენიძე გარდაიცვალა.
მას ხვალ ჯერ გურგენიძეების სახელობის სტუდიაში დაასვენებენ, შემდეგ კი 2 საათზე გურჯაანში დაკრძალავენ.

წლების განმავლობაში ის მეუღლესთან ავთანდილ გურგენიძესთან ერთად ზრუნავდა ანსამბლის განვითარებაზე. 

ძაბული გურგენიძეს ქართულ-ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, იყო გურჯაანის საპატიო მოქალაქე.





| Print |
FaceBook Twitter Google