56 წლის ასაკში გურჯაანის მერიის თანამშრომელი ნინო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ნაცვლიშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის მძიმე დაავადებას ებრძოდა და 28 სექტემბერს საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნინო ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა.

speqtri.ge სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
| Print |
FaceBook Twitter Google