სიღნაღი ხვალ ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს
ხვალ, ქალაქ სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ტრადიციული ქართული კერძები და კახური ღვინო დააგემოვნონ.
გააკეთებენ  თათარას და ამოაველებენ ჩურჩხელას, გამოცხვება კახური შოთი. ქალაქში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები. მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

ფესტივალზე მოსული სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად მოწვეული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.


| Print |
FaceBook Twitter Google