ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომი მოეწყობა, აგრეთვე, გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდს უახლოეს მომავალში ასევე დაგეგმილი აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტში წმ. ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.



| Print |
FaceBook Twitter Google