თელავში "ველო-ფესტივალი -2019" გაიმართება
26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თელავში "ველო-ფესტივალი -2019" გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, 12:00 საათზე ველო-რაიდერები სტარტს აიღებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, (სასტარტო ხაზი ფიქრის ხიდი).
ისინი დაფარავენ წინასწარ შემუშავებულ ველო-მარშრუტს, ფინიშის ხაზი იქნება პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართუ ბანკთან, ფინიშის შემდეგ დაიწყება რამდენიმე სახის "ველო-შეჯიბრი" სხვადასხვა კლასიფიკაციაში, შეჯიბრებებს ჩაატარებენ კვალიფიციური მსაჯები.

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ველო-მოყვარულს.

ღონისძიება იმართება "საქართველოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და პოპულარიზაციის ფედერაციის", თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და  თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის ორგანიზებით.

 

| Print |
FaceBook Twitter Google