სოფელ ჯოყოლოში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივები 27 მეგავატიანი სიმძლავრის "სამყურისწყალი 2" ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ჰესი ხეობისთვის როგორც ეკოლოგიურად, ასევე ჯანდაცვის კუთხით დამაზიანებელი იქნება. გარდა ამისა, პანკისელები შიშობენ, რომ მათ სასმელი და სარწყავი წყალი შეუწყდებათ.

კომპანია "ფერი", რომელიც მშენებლობის დაწყებას ნოემბერში გეგმავს, მოსახლეობას ჯერ არ შეხვედრია.

დღეს პანკისელებთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ჩავიდნენ. მათ ადგილობრივებს სპეციალური კითხვარი გადასცეს, რომლითაც ჰესის აშენების თანხმობას, ან უარს პირადი მონაცემების წარდგენით დაადასტურებენ.

ირმა ინაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის ინიცირებას პარლამენტში გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google