ველისციხე-მუკუზნის გზაზე სამუშაოები განახლდა
ველისციხე-მუკუზნის გზის მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაოები რამდენიმე დღეა განაახლა.

გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე რეაბილიტაცია დაახლოებით ორთვენახევრის წინ დაიწყო და ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთზე მალევე შეჩერდა.

ასფალტის საფარი მოხსნეს, თუმცა სამუშაოები აღარ გაუგრძელებიათ, რაც მოძრაობას აფერხებდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობდნენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ენერგო-პრო ჯორჯიასთან და სამუშაოები ამიტომ შეჩერდა.


| Print |
FaceBook Twitter Google