თელავში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“ გაიხსნა
თელავში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.
ბრენდი Holiday Inn მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელს ,,Intercontinental Hotel Group’’ -ს ეკუთვნის და თელავში, საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კერძოდ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა.

კომპანიამ ისარგებლა საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ე.წ Royalty Fees ანაზღაურების დაფინანსებით. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს. სასტუმროში 50 ადამიანი დასაქმდა.



| Print |
FaceBook Twitter Google