თურდოს ხევის გაწმენდისთვის 198 773 ლარია გათვალისწინებული
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მიმდებარედ, თურდოს ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიაში ამბობენ, რომ თურდოს ხევის გაწმენდა სტიქიის პრევენციის მიზნით მიმდინარეობს. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 198 773 ლარით ფინანსდება.

ხევის გაწმენდას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,პირამიდა ფ.რ,,-ს ფილიალი ახორციელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google