ხვალ აფენის თემში ოთხი საარჩევნო უბანი გაიხსნება
ხვალ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც speqtri.ge-ს ლაგოდეხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა, დილის რვა საათზე ოთხი საარჩევნო უბანი გაიხსნება.
-"უბნებს უკვე გადავეცით ბიულეტენები. ფაქტობრივად ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მათ რვა საათიდან მიიღონ ამომრჩეველი. ოთხ უბანზე დარეგისტრირებულია 4229 ამომრჩეველი. კომისიის წევრები დაკომპლექტებულია იმ ქვოტით, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით.  ექვსი წევრი საოლქოს მიერაა არჩეული, ხოლო 6 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერაა დანიშნული,"-აღნიშნა გაიპარაშვილმა.

კანდიდატი სამ პარტიას ჰყავს წარდგენილი:

მალხაზ მელაშვილი N2. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”
დავით ბეგლარაშვილი N40 „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”
ომარ შველიძე N41, . „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატს გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.


| Print |
FaceBook Twitter Google