აფენში არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო
აფენის თემში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
შედეგები ასე გამოიყურება:

ომარ შველიძე- "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 84.4%;

მალხაზ მელაშვილი- "ევროპული საქართველო"- 14.71%;

დავით ბეგლარაშვილი -"მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"- 0.89%.

გუშინდელი არჩევნებისთვის აფენის თემში 4 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ოთხივე უბანზე 4229 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატს გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.


| Print |
FaceBook Twitter Google