კიბერშეტევა სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე
საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
კიბერშეტევაა ასევე კერძო ორგანიზაციების საიტებზეც.

ამ დროისთვის president.gov.ge-ზე არც ერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და ჩანს მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (“მე დავბრუნდები“).

გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც.


| Print |
FaceBook Twitter Google