ხანძარი თელავში - რუსთაველზე სამოთახიანი ბინა დაიწვა
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე სამოთახიანი ბინა დაიწვა, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა.
ბინის მეპატრონემ, ივანე ზურაბიშვილმა სახლიდან გამოსვლა მოასწრო.  როგორც ის ჰყვება, ჩაეძინა და ცეცხლი ლოგინზე სიგარეტიდან გადავიდა.

როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს, ხანძარი უკვე ლოკალზიებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

| Print |
FaceBook Twitter Google