თელავის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
კახეთში პირველად, თელავის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
ნაფიცი მსაჯულების 12 კაციანმა შემადგენლობამ სისხლის სამართლის კოდექსის 119- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ უნდა იმსჯელოს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანება სასიკვდილო შედეგით.

განსასჯელის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ვერდიქტის გამოსატანად, საქმის ნაფიცებისათვის გადაცემა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილით მოხდა.

თელავის რაიონულ სასამართლოს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული ჰყავს შერჩეული. შერჩევის პროცესს, მოსამართლე, მამუკა წიკლაური უძღვება.

ცნობისთვის, თელავის სასმაართლოში თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გასული წლის ივლისში გაიხსნა


| Print |
FaceBook Twitter Google