ზემო ბოდბეში მღვდელმსახურსა და სტიქაროსანს ცემაში ადანაშაულებენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის გია გოგოშვილი სასულიერო პირებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, ​ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მაქანაში ჩასვეს, შემდეგ კი სცემეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, ამის მიზეზი კი, საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლაა.

მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google