როდის აღდგება გურჯაანის საცურაო აუზის ფუნქციონირება
გურჯაანის სპორტკომპლექსში მდებარე საცურაო აუზი მესამე დღეა არ ფუნქციონირებს.
-„ფილტრი გასკდა, მიმდინარეობს რეაბილიტაცია და ორშაბათს გაიხსნება. სამი ტონა წყალი ეტევა აუზში და მაღალმა წნევამ გამოიწვია ფილტრის დაზიანება, ეს ტექნიკური დეტალია. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა,“-აღნიშნა გურჯაანის სპორტკომპლექსის დირექტორმა გელა დალაქიშვილმა.

გურჯაანის სპორტკომლექსში საცურაო აუზი 2017 წლის მარტში გაიხსნა.

| Print |
FaceBook Twitter Google