თუშეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდა
ფშაველი- აბანო- ომალოს უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა შეწყდა. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, აბანოს უღელტეხილზე თოვლი მოვიდა.
-"მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. როგორც წესი, თუშეთშისეზონი 15 ოქტომბრამდეა ხოლმე, თუმცა წელს ამინდმა უფრო მეტის საშუალება მოგვცა. მაისამდე გზა აღარ გაიხსნება," -აღნიშნა კახოიძემ.





| Print |
FaceBook Twitter Google