თელაველი ბექა მაზანიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიო ფაუერ ლიფტინგის ფედერაციის მიერ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თელაველმა სპორტსმენმა ბექა მაზანიშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ის მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეხუთედ გახდა.

,,World Natural Powerlifting Federation,,-ის ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, მასში ჩემს ორ მოსწავლესთან თემურ დვალიშვილთან და ფარედ ჰამრაქულთან ერთად მივიღე მონაწილეობა. დვალიშვილმა ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ფარედ ჰამრაქულმა ღია დივიზიონში იასპარეზა და მეორე ადგილით ვერცხლის მედალს დასჯერდა,"- განაცხადა ბექა მაზანიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google