7 ნოემბერს თელავში ტრადიციული დღესასწაული "ერეკლეობა" გაიმართება.
სხვადასხვა აქტივობები 9:00 საათიდან დაიწყება და ერეკლე მეფის
სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.
მოეწყობა ხალხური რეწვისა და თანამდეროვე მხატვართა გამოფენები,
გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები;
დასახელდებიან 2019 წლის საპატიო თელაველები; საზეიმო
ღონისძიებებს დაასრულებს გალა კონცერტი!
გაგაცნობთ პროგრამას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
9:00-11:00სთ. - დილის წირვა და ერეკლე მეორეს სულის მოსახსენიებელი
პანაშვიდი (ერეკლე მეფის კარის ეკლესია);
12:00 -18:00 - საბავშვო ატრაქციონები, საგამოფენო პავილიონები
(ერეკლე მეორეს მოედანი, ძველი ბაღი)
12:00 -18:00 - ფესტივალი „ფუძეობა“ -2019
12:00- კონცერტი - ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგებისა“ და ფოლკლორული
ანსამბლების - „პატარა კახისა“ და „მზე შინას“ მონაწილეობით (ერეკლე
მეფის სასახლის ეზო);
12:30 - ფოლკლორული კონცერტი ( ილია ჭავჭავაძის მოედანი, „ქართუ“
ბანკთან);
13:00 - ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა (
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი);
14:00 - ფოლკლორული ფესტივალი „ერეკლეობა - 2019“, ფესტივალის
მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი; (თელავის თეატრი);
16 :00 - 2019 წლის საპატიო თელაველების დასახელება და გალა-კონცერტი
(გარე სცენა) .
მონაწილეობენ:
მაია ბარათაშვილი
მერაბ სეფაშვილი
ჯგუფ „ფრენდ საიდი“
19:00 სთ - საზეიმო ფოიერვერკი
მასალის გამოყენების პირობები