საფრანგეთის ელჩი სოფელ ანაგის სკოლას ესტუმრა
საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის გენერალურ მდივანთან კატრინ გუტეროსთან და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვია.
სტუმრები საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან. საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მოსწავლეებს აპრობილებული ფრანგული ენის სახელმძღვანელოები და საკითხავი ლიტერატურა გადასცა.

სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ფრანგულ-ქართული ასოციაციის- "საქართველოს ცენტრში“ დამფუძნებლის ჟერარ ჟერმანის და მხატვრის ლევან მოსიაშვილის დაფინანსებით და თაოსნობით, მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან.  მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად შეისწავლიან, შესაძლებლობა ექნებათ განათლება საფრანგეთში მიიღონ.

| Print |
FaceBook Twitter Google