ლაგოდეხის მერია 11 პიანინოსა და 2 ვიოლინოს ყიდულობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია 10 პიანინოს, ერთ ელექტროპიანინოსა და 2 ვიოლინოს ყიდულობს. ადგილობრივი თვითმმართველობა მუსიკალურ ინსტრუმენტებს ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას გადასცემს.
ტენდერი უკვე დასრულდა, ახლა კი წინადადებების შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 598 ლარია. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუსიკალური ინსტრუმენტები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.


| Print |
FaceBook Twitter Google