საქართველოში ევროკავშირის ელჩი კახეთს ესტუმრება
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 6 ნოემბერს კახეთს ეწვევა და რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს.
ელჩი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოციალურ საწარმოს ესტუმრება.

ხვალვე ყვარელში ევროკლუბი ოფიციალურად გაიხსნება. ევროკლუბი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მეტ ინფორმირებას ევროკავშირისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ.

კარლ ჰარცელი თელავის ორ საბავშვო ბაღს  150 000 ლარის ღირებულების მდგრადი გათბობის სისტემის აღჭურვილობის გადასცემს.




| Print |
FaceBook Twitter Google