ყვარლის გზაზე ავარიისას დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
თელავი-ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. 

"პაციენტს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დაზიანებულია მუცლის ღრუ, არის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ა.შ. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ ეტაპზე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, პაციენტი გადის პოსტოპერაციულ პერიოდს, მდგომარეობა მძიმეა დაზიანებებიდან გამომდინარე, თუმცა სტაბილური,"- განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მოხდა. ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა.




| Print |
FaceBook Twitter Google