ევროკავშირის ელჩმა თელავს ორი ტრაქტორი გადასცა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა "მერების შეთანხმების" ინიციატივის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების ორი ტრაქტორი გადასცა.
როგორც მერიაში ამბობენ, ტრაქტორები გამოყენებული იქნება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების (ვაზის ხარშვის ნარჩენები) შესაგროვებლად, რაც შემდგომ წარმოშობს ბიომასას ორი ადგილობრივი საბავშვო ბაღის გასათბობად. აღნიშნული გათბობის სისტემის შედეგად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, შემცირდება ემისიების გამოყოფა და გათბობის ხარჯები.

ცნობისათვის, „მერების შეთანხმება“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც სათავეს იღებს 2008 წლიდან და აერთიანებს ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნული ხელისუფლებების მმართველობებს ნებაყოფლობით განახორციელონ ევროკავშირის
კლიმატისა და მდგრადი ენეგეტიკული პოლიტიკის ამოცანები.



| Print |
FaceBook Twitter Google