სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა
თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმზე, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სოფელ ყანდაურაში მერის წარმომადგენელი ნანა ტაველიშვილი,რომელიც ამავე დროს გამყრელიძეების ნათესავია.

სახელმწიფო ბრალმდებელ ვლადიმერ ბექიშვილს მოწმესთან ძირითადად შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარე პროცესებზე ჰქონდა კითხვები.

სხვა პროცესების განრიგის გამო ნანა ტაველიშვილის დაკითვა ვერ დასრულდა, რის გამოც მოსართლე მამუკა წიკლაურმა მომდევნო პროცესი 11 ნოემბერს,16:30 წუთზე ჩანიშნა, სადაც მოწმის დაკითხვას გააგრძელებენ.

სასამართლო სხდდომას ესწრება მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე, რაც შეეხება 85 წლის ომარ გამყრელიძეს ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:
ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოხუცი გაათავისუფლეს
ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს
| Print |
FaceBook Twitter Google