თუშეთის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავიარეისების შესრულება დაიწყო
სასაზღვრო პოლიციის ფერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით  ყოველკვირეული ავაიარეისების შესრულება უკვე დაიწყო. ავიარეისები მანამდე შესრულდება, სანამ საავტომობილო გზა არ გაიხსნება.
უფასო მგზავრობით წელს პირველად 15-მდე ადგილობრივმა უკვე ისარგებლა. ფრენა ყოველ ხუთშაბათს , დილის 10:00 საათზეა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.

თუშეთში გაფრენის მსურველები სიაში წინასწარ ეწერებიან. ვერტმფრენი მგზავრებს სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიულ კოლეჯ ,,აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს.

ფშაველი- აბანო - ომალოს საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ნახევრიდან მაისის ნახევრამდე იკეტება. ამ პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.


| Print |
FaceBook Twitter Google