თელაველმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა
თელაველმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში, 57კგ. წონით კატეგორიაში რუსი სპორტსმენი საიან ხერტეკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა.
28 წლის სპორტსმენი 4-ჯერ ევროპის პირველობის გამარჯვებულია.

კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს. ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლები მოიპოვეს - პაატა ღვინიაშვილმა (90კგ.) და მინდია ლილუაშვილმა (68კგ.). ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72კგ.)





| Print |
FaceBook Twitter Google