რა ვალდებულება ექნებათ ელექტროტექნიკის გამყიდველებს
პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით,  ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2017 წლიდან საქართველო შეუერთდა „ენერგეტიკულ გაერთიანებას“ და ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე ევროდირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია სავალდებულო გახდა.


| Print |
FaceBook Twitter Google