მებაჟე ოფიცრებმა საზღვარზე 482 გრამი მარიხუანა ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,მტკვარი”, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრასპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (64 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (6.8 გრამი) და ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა (482 გრამი) და ჰაშიში (1.10 გრამი) ამოიღეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.


| Print |
FaceBook Twitter Google