გურჯაანის მერმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ექსპრესფილიალში პირველმა გადაიხადა
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას ესწრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.
ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ექსპრესფილილიალის მომსახურებით ისარგებლა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის 50 ლარიანი ჯარიმა გადაიხადა.

-"მინდა მადლობა მოვუხადო შსს-ს იმისთვის, რომ ინოვაციური მომსახურება სწორედ გურჯაანიდან დაიწყო. მე, როგორც ვიდეოკამერით დაჯარიმებულმა მოქალაქემ, ახლა გადავიხადე 50-ლარიანი ჯარიმა, ეს იყო ოპერატიული და კომფორტული მომსახურება,"- განაცხადა მერმა.


| Print |
FaceBook Twitter Google