პარლამენტმა პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდო
პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მესამე დღეა მიმდინარეობს. პროცესი 12 ნოემბერს ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. 13 და 14 ნომბერს კი ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომის ფორმატშიც იმსჯელეს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.



| Print |
FaceBook Twitter Google